Friday, May 20, 2011

აძვი, ძევერა, ქვეში, სკრა

აძვი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, (ახალუბნის ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე.მდინარე აძურის (მდინარე მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ტირიფონის ვაკეზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი. გორიდან 22 კილომეტრი.



სკრა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. რკინიგზის სადგური.ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ახალხიზა, დიდი გორიჯვარი, კოშკები, პატარა გორიჯვარი, ქვემო რიეთი). ზღვის დონიდან 620 მეტრი,გორიდან 8 კილომეტრი.

ისტორიაში ცნობილია ასევე სკრის ბრძოლა, რომელიც მოხდა 1775 წელს, როდესაც ერეკლე მეორემ სკრის ტერიტორიაზე დაამარცხა ლეკთა ჯარი.

სოფელ სკრაში შემონახული იყო ქართული ჭიდაობის ტრადიციები. სკრის საჭიდაო არენაზე ჭიდაობდნენ ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონები - ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი - თემურ ხუბულური, მსოფლიო ჩემპიონი - კობა კურტანიძე.

სკრაში ფუნქციონირებს სკრის მეხილეობის საცდელ-საკონსულტაციო ცენტრი, სადაც გამოყვანილ იქნა ხილის მრავალი ჯიში.